სოფელ დიდ ფლევში საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

20/03/2019

სოფელ დიდ ფლევში საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. ძველი შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო, ამიტომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი შენობის მშენებლობა გადაწყდა და 3 მილიონამდე ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და სკოლაში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დაიწყება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საჯარო სკოლაში, ამ ეტაპისთვის 94 მოსწავლე სწავლობს და 21 მასწავლებელია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0