სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

22/02/2017

სოფელ ოზურგეთში, ახალი საბავშვო გაიხსნა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის გავლა აქამდე ამორტიზებულ შენობაში, არასაკმარისი ფართის პირობებში უწევდათ. ახალი ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად გახსნა. სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეა გათვლილი. „შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. დღეს საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო. მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებს“, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ. სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღი არის რიგით მე-5, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის განმავლობაში აშენდა. მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღები აშენდა ჭანიეთის, წვერმარალის, ცხემლისხიდისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0