სოფელ რაჭისუბნის შიდა გზების კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

19/10/2018

სოფელ რაჭისუბნის შიდა გზების კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე არ ყოფილა კეთილმოწყობილი გზა, ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. შესასრულებელი სამუშაოების საერთო მოცულობა 1700 გრძივი მეტრია.
სოფლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება. გზის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი კადრები არიან დასაქმდებული.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

დავით შერაზადიშვილი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:

“საგზაო ინფარსტრუქტურის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. უახლოეს პერიოდში სოფელ რაჭისუბნის რამდენიმე ქუჩაზე შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობა დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩებზე, სოფლის დაარსების დღიდან, არ ყოფილა ასფალტირებული გზა. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0