სოფელ სილაურში რკინა-ბეტონის გზა დაიგო

22/02/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დღეს სოფელ სილაურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. რკინა-ბეტონის 140 მეტრიანი საგზაო მონაკვეთი ძეგორის უბანში მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 18 223 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდა. უახლოეს დღეებში, სოფელ სილაურის მე-5 ბრიგადაში კიდევ ერთი 200 მეტრიანი რთული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0