სოფელ ტალავერის 80-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული წყლის პრობლემა მოუგვარდება

19/10/2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც მოსახლეობას წყალი დაახლოებით 16 წელია არ აქვს, წყლის სისტემის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებს იწყებს. საპროექტო დოკუმენტაცია ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება მზად, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს შეასრულებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტალავერში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა საუბნო ონკანებით წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0