სოფელ ქვენატკოცაში მინი სტადიონი მოეწყობა

18/07/2017

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ერთად დაათვალიერა სოფელ ქვენატკოცაში მინი სტადიონის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით და გამოყოფილ იქნა თანხა 43 434 ლარი.მინი სტადიონით ისარგებლებს სოფელ ქვენატკოცის 3200 მოსახლე.სამუშაოებს ასრულებს შპს „თურმანიძე 777“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0