სოფელ ცხრამუხაში, საჯარო სკოლის დაზიანებული მესერის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს

26/06/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, საჯარო სკოლის დაზიანებული მესერის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტად მიიჩნიეს, რათა სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. გარდა ამისა, სამუშაოები მნიშვნელოვანია სოფლის იერსახის მოსაწესრიგებლად.
მიმდინარე პროცესებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, საკრებულოს წევრი, ცხრამუხის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა ლურსმანაშვილი და მერის წარმომადგენელი ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ბირკაძე.
მათი განმარტებით, პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება, ჯამში 29 999 ლარს ითვლის და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0