სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

15/02/2019

სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა. მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, მერის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ ფერაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროგრამის გარშემო არსებულ საკითხებზე ისაუბრეს.
სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საწარმოებლად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, ვიდრე თანხების გაორმაგება მოხდებოდა, 411 000 ლარი გამოიყო, გაორმაგების შემდეგ მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი თანხა 822 000 ლარამდე გაიზარდა.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხები, წყალსადენი სისტემების აღდგენას, საუბნო გზების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხების, გარე განათებების მოწყობას და სხვა მცირე პროექტების მოწყობაზე დაიხარჯება. საერთო კრებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 59 სოფელში ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0