,,სოფლის მხარდაჭერის” ალტერნატიული პროგრამა ქედაში აქტიურ ფაზაშია

21/07/2017

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალი სოფლების კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ქედის გამგეობამ 430 000 ლარი გაითვალისწინა. პროგრამა ,,სოფლის მხარდაჭერის” ალტერნატიულია და შესაბამისად, პრიორიტეტებიც მოსახლეობამ განსაზღვრა. სოფელ წონიარისში სოფლის სახლის რემონტი – 4 403 ლარი; სოფელ ტიბეთაში თავშეყრის ადგილის მშენებლობა – 3 907 ლარი; წონიარისის ცენტრში ნაბრძოლი ტანკი-მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობა – ეს ის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა კრებებზე რომ დაგეგმეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ემემტე” ახორციელებს, რომელსაც მშენებლობებზე ძირითადად ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული. პროგრამა მუნიციპალიტეტის ცხრავე ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0