სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ არაერთ სოფელში გაიმართა

22/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ არაერთ სოფელში გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო კრებებში. შედეგად, თითოეული სოფლის მიხედვით გამოიკვეთა პრიორიტეტები. სოფელ წაღვლის, ტიტვინისწყაროს და ჩორჩანას მოსახლეობამ შიდა გზების მოხრეშვა მიიჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად. კლდისწყაროს და ბროლოსნის მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია სოფლის ამბულატორიის მოწყობა, წეღვერის მოსახლეობამ კი სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სოფელ მცხეთიჯვარში ადგილობრივებმა პრიორიტეტად სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასახელეს.
ხიდისყურში და ზემო აძვისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოწყობა ითხოვეს. ქვემო აძვისში – სანიაღვრე არხების, ხოლო აგარებში- ტროტუარების მოწყობა.
გზების მოხრეშვა მიიჩნიეს პრიორიტეტად ხალების, ღართის და სარტყელას მაცხოვრებლებმა, ღვრიეწყალში კი – არტეზიული ჭის მოწყობა.
ქვიშხეთის და სათივეს მოსახლეობამ ატრაქციონების მოწყობა ითხოვა, ტაშისკარში-გარე განათების მოწყობა, სამანიშვილისკარში-გზის დამცავი კედლის მოწყობა, ბულბულისციხეში- არსებული მოედნის კეთილმოწყობა, ბეღლეთში-გზის მოხრეშვა, მონასტერში – სანიაღვრე არხის მოწყობა.
კრებებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ღვალაძე, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელძღვანელი სერგო ლალიაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის სხვა წარმომადგენლები.
პროცედურის თანახმად, მოსახლეობამ არჩევანი კენჭისყრით დააფიქსირა. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
აღნიშნული პროექტები, მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
პროგრამის მიზანი სოფლების გაძლიერებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0