სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კონსულტაციები გაიმართა

12/02/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ამაღლება, შუა ამაღლებასა და გოგოლესუბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. სოფელ ამაღლებაში მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და საქუჩო განათების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა.
შუა ამაღლების მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია , მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის გაფართოება. გოგოლესუბანში კი, შიდა სასოფლო გზებისა და სოფლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაიგეგმა.
შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილეებთან, სოფლის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0