სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 192 პროექტი განხორციელდა

29/01/2020

ზესტაფონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 822 000 ლარი დაიხარჯება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, რეგიონული განვითარების ფონდიდან, 822 000 ლარი მიიღო. მოსახლეობის საერთო კრებები, სადაც ადგილობრივები თავად ირჩევენ პრიორიტეტულ პროექტებს, მუნიციპალიტეტში 16 იანვრიდან დაიწყო. შეხვედრებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნეენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 192 პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ დასახლებებში მცირე ზომის წყალსადენი სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მასალების შესყიდვა მოხდა. მოსახლეობის ჩართულობით, მიმდინარე პროექტების შერჩევის პროცესი იანვრის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხდა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0