სტიქიის გამო წალენჯიხაში საგანგებო შტაბი შეიქმნა

23/04/2017

სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, როელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. საგანგებო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუბერნატორს არსებული ვითარება გააცნეს. წალენჯიხაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეცაილური კომისია. საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორის მოადგილე, წალენჯიხის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძლიერმა ქარმა, ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნო. ლევან შონიას, განცხადებით აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება. ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. დღესვე მოხდება დაზიანეული სახურავების დროებითი გადახურვა, დილიდან კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0