სულხან ევგენიძემ ქვედა აჭყვაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა

20/07/2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქვედა აჭყვაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ დროისათვის სასოფლო გზა გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. სალიკვიდაციო ღონისძიებები ხვალ დილიდანვე განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0