ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

23/04/2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილული იქნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
საბჭომ, ასევე მოისმინა მუნიციპალიტეტში პროექტირების ეტაპზე მყოფი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მოხსენება და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უახლოესი სხდომა მაისის თვეში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0