ტყიბულში ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა

20/07/2017

ტყიბულში ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ კუბლაშვილმა გაჭრეს.
ნაგებობის უეცარი დაზიანების გამო, აუცილებელი გახდა ხიდის გადაუდებლი რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი გამოიყო.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შ.პ.ს. „ამჯ ჯგუფმა“ აწარმოა, რომლის ფარგლებში სავალი ნაწილზე დაიგო რკინა-ბეტონის ფილა და ხიდის ორივე მხარეს დამონტაჟდა მოაჯირები.
საავტომობილო ხიდი 10 მეტრი სიგრძისა და 4,5 მეტრი სიგანისაა და ის ჯავახიშვილის ქუჩის 20 ოჯახს ქალაქთან აკავშირებს.
სამუშაოები 10 მაისის დაიწყო და 15 ივნისს დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0