ფინანსთა სამინისტრომ საჩხერის მუნიციპალიტეტი 1 329 000 ლარით დააფინანსა

26/09/2017

ფინანსთა სამინისტრომ საჩხერის მუნიციპალიტეტი ახლახანს 1 329 000 ლარით დააფინანსა.
წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 205 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით დასრულდა, დასახელებული თანხით 2017 წელს დამატებით 130 პროექტი განხორციელდება.
აღნიშნული დაფინანსებით 52 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ 72 სამუშაოზე ტენდერების გამოცხადება უკვე დაიწყო.
სოფელ საირხეში რკინა-ბეტონის საფარი გრძელიშვილებისა და შუკაკიძეები-ვეშაპიძეების უბნებში მოეწყობა, ხოლო ჭორვილაში დვლების, ივანაშვილებისა და ხატელიშვილების უბნებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0