ფოთის მერმა თანამდებობა დატოვა

25/09/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
მან თანამშრომლებს, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი პროექტი განახორციელეს.
სწორედ , ირაკლი კაკულიას ინიციატივით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით , 2015 წელს დაიწყო ყველაზე მასშტაბური პროექტის -მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს.თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ , ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს.
ასევე, განხორციელდა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი,რისთვისაც 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდა მუნიციპალური ნაგავსაყრელი , გადაიხურა და რეაბილიტირდა ათეულობით კორპუსის ეზო, ასევე შიდა საკანალიზაციო ქსელი. მოეწყო რაგბის სტადიონი და ქალაქში არსებული მინი-სტადიონები, რეაბილიტირდა მუსიკალური სასწავლებელი და კოლხური კულტურის მუზეუმი. მოეწყო სანიაღვრე არხები, რეაბილიტირდა კუნძულის სანაპირო ზოლი და რუსთაველი რკალი, დაიწყო ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა.

„მე ნამდვილად მეამაყება რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა წარმატებები გისურვოთ“-განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

ირაკლი კაკულია მმართველი გუნდის პარტიულ სიაში პირველი ნომერია. კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც აღნიშნულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.
ირაკლი კაკულიამ ფოთის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0