ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაკულია აირჩიეს

20/11/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა #70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ გახსნა.
სხდომა საჯარო იყო. მას მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია, ადმინისტრაციის, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღის წესრიგის ძირითად საკითხებს შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა.
დახურულ კენჭისყრაში საკრებულოს 22 წევრმა მიიღო მონაწილეობა. საკრებულოს თვმჯდომარედ 18 ხმით ირაკლი კაკულია, ხოლო მოადგილედ აკაკი დარჯანია იქნენ არჩეული.
საკითხები საკრებულოს ფრაქციებისა და მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევის შესახებ ოთხშბათის სხდომისთვის გადაიდო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0