ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

08/12/2019

ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერის მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად გაეცნო. სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება მიმდინარეობს. ობიექტზე პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0