ქალაქის ცენტრალური გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა

23/03/2017

ქალაქის ცენტრალური გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერა. ასფალტის საფარის ფრაგმენტული მოწყობა მეორე კვირაა მიმდინარეობს. სამუშაოებს „საპოვნელა +“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობას აწარმოებს. ორგანიზაციამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ქუჩების ორმოული დამუშავების სამუშაოები 80 ათასი ლარის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0