ქალბატონებო და ბატონებო გაიღიმეთ თქვენ ჯადოსნურ ქალაქში ხართ

21/11/2017

ზესტაფონში, მეოთხე საჯარო სკოლამ მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე თეატრალიზებულ შოუ პროგრამაზე მიიწვია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ზღაპრის ცნობილ პერსონაჟებთან ერთად, ღონისძიება სკოლის ეზოში მოაწყვეს. თეატრალიზებულ სანახაობაზე მისულ სტუმრებს, სკოლის შესასვლელში, განწყობის შესაქმნელად, შემდეგი შინაარსის სლოგანი დახვდათ: „ქალბატონებო და ბატონებო გაიღიმეთ თქვენ ჯადოსნურ ქალაქში ხართ“ !!! სტუმრებსაც და მასპინძლებსაც, სწორედ, რომ ღიმილიანი სახეები და საერთო განწყობა აერთიანებდათ, ისინი ხომ „ჯადოსნურ ქალაქში“ მოგზაურობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0