ქვემო ბოლნისში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა

20/03/2017

დღეს ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთდ დაესწრო. შეკრებილ საზოგადოებას სტუმრებმა ნოვრუზ ბაირამის დრესასწაული მიულოცეს. ნოვრუზ ბაირამს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღესასწაულად და კულტურულ მონაპოვრად გამოაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0