ქობულეთში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება

29/05/2017

ქობულეთის მუნიციპლიტეტში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც დეკორატიული სკამები განთავსდება. პროექტის ფარგლებში ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) მოეწყობა. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0