ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

26/04/2017

ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა აქტივობები ინტენსიურად ხორციელდება. „ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით მიმდინარეობს სკვერების, ქუჩებში არსებული მწვანე ზოლებისა და მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გაცელვითი სამუშაოები. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ფილებისა და ბორდიულების აღდგენა.
სკვერებისა და მწვანე ზოლების იერსახის მოწესრიგების მიზნით სისტემატურად იმართება გამწვანების აქციები. მწვანე ზოლებში მოიჭრა ზეხმელი ხეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0