ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

24/09/2017

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. დღის განმავლობაში ჩახერგილი გზების გასაწმენდად 7 ერთეული მძიმე ტექნიკა იმუშავებს, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა. შუქი 1500 აბონენტს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. გვიან ღამით საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ჩამოწვა მეწყერი. 6 ოჯახის მდგომარეობა კრიტიკულია. ოჯახები ევაკუირებულია. მათ მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0