ქუთაისში ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფა გაიხსნა

06/12/2019

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ბულგარელი საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე სტოიანოვის, მემორიალური დაფა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გამორჩეული მასწავლებლის, ისტორიკოსისა და მეცნიერის ალექსანდრე სტოიანოვის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. მან ქართული ენისა და მრავალი სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პუბლიკაციის ავტორი ქუთაისის №7 საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი ენდი ნემსიწვერიძეა, რომელიც იმ სკოლის კურსდამთავრებულია, სადაც ალექსანდრე სტოიანოვი მოღვაწეობდა. ბროშურის შექმნა და მემორიალური დაფის განთავსება ხბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს და ელჩის ინიციატივით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ქუთაისის რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდე უფრო გააღრმავებს. ალექსანდრე სტოიანოვი 1879 წლიდან ქუთაისის მაშინდელ ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას (ქუთაისის №1 საჯარო სკოლა) ხელმძღვანელობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0