ქუთაისში რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

05/12/2019

დღეს ახლადრეაბილიტირებული სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, საქართველოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქუთაისის მერის მოადგილე დავით ერემეიშვილი და საქართველოში მცხოვრები ამერიკელი მეგობრები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. მოსწავლეებმა შეკრებილ საზოგადოებას „ჭკვიანი პროექტორის“ გამოყენებით პრეზენტაციები წარმოუდგინეს. იმერეთის მასშტაბით „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ 17 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0