შავლეგო ტაბატაძე, თურქეთის რესუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

14/12/2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, თურქეთის რესუბლიკის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკის შეხვდა. მხარის რწმუნებულმა იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, პრიორიტეტულ მიართულებებზე, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტებზე და ამ კუთხით ინვესტორების მოზიდვაზე ისაუბრა. ასევე, გამოთქვა მზაობა მორიგი შეხვედრა გაიმართოს სავაჭრო პალატის თურქ ბიზნესმენებთან და დეტალურად მიაწოდოს მათ ინფორმაცია, რა მიმართულების განვითარება და ინვესტიციის განხორციელება შეიძლება აღნიშნულ რეგიონში. იმერეთის გუბერნატორმა და თურქეთის გენერალურმა კონსულმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებაც იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0