შავლეგო ტაბატაძე ქალაქ კროტოშინის მერს შეხვდა

14/02/2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გრძელდება. შავლეგო ტაბატაძე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ქალაქ კროტოშინის მერს შეხვდა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა მათ იმერეთის როგორს ტურისტული ასევე საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. თავის მხრივ პოლონურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე და ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დელეგაციის წევრებს. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია “გემბიაკ–მისტაცკის“ კომპანიას ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ასფალტის ქარხნის მუშაობას. აღნიშნული ქარხანა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. კომპანია დაინტერესებულია მსგავსი ასფალტის ქარხანა იმერეთის რეგიონშიც გახსნას. ქარხნის დათვალიერების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს და განიხილეს სამომავლოდ ინვესტიციის განხორციელების დეტალები.
ქართული დელეგაციის წევრებმა კროტოშინის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაათვალიერეს და გაეცნენ არქიტექტურას. ასევე, ნახეს კომპანია “გემბიაკ–მისტაცკის“ დაფინანსებით მოწყობილი ქალაქის ცენტრი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქ პოზნანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსაც ესტუმრნენ. გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრს და მუშაობის სპეციფიკას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0