შალვა კერესელიძე ყაზბეგში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

07/12/2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად განხორციელდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მერის მოადგილესთან დავით ქირიკაშვილთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა.
მოასფალტდა შიდა გზები სოფლებში – სნო, სიონი, არშა და ფანშეტი. ეტაპობრივად მიმდინარეობს დაბა სტეფანწმინდის ქუჩების მოწყობაც. ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას სოფელ ხურთისში. მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი, დამონტაჟდა სათავე და გამწმენდი ნაგებობები. დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სოფელ აჩხოტში. პროექტის ფარგლებში 100 ტონიანი რეზერვუარის მონტაჟი უკვე დასრულდა. პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა. შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4.2 მილიონ ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0