შუა ფარცხმაში ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა

24/09/2017

ახალი სკვერი ჩოხატაურში – სოფელ შუა ფარცხმაში სკვერი და სტადიონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნეს.

„დასასვენებელ ადგილზე, სადაც სკვერი და სტადიონი მოეწყო ადრე უფუნქციო იყო. 88 200 ლარის ღირებულების პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. აქ განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები და პარკი იძლევა საშუალებას ჩატარდეს, როგორც მინი ფეხბურთის ასევე, საკალათბურთო შეჯიბრებები. ჩვენს რეგიონში, ასეთი სკვერების არსებობა, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მიღმა მშენებელმა კომპანიამ „შპს გზამშენი 18“ საკუთარი სახსრებით გზა დააგო და ბავშვებისთვის საჭირო სათამაშო ინვენტარი შეიძინა. პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საჩუქრად არქიტექტორმა ლაშა შაფაქიძემ გადასცა. სოფელ შუა ფარცხმაში სკვერის გახსნას ადგილობრივებთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0