ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ

29/01/2020

“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” პროექტის „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ წარადგინა. პროექტის მიზანია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა, თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით. შეხვედრას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტების მერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შეხვედრისას ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამხარეო ადმინისტრაციასთან და მუნიციპალიტეტებთან.

“განსაკუთრებით საინტერესო და გასახარია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში განსაზღვრულია სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, მათი ჩართვა ბიუჯეტის ფორმირებისა და შედგენის პროცესში, გადამზადება სხვადასხვა სფეროებისა და დარგების მიმართულებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“ -განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0