ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის თემში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

14/02/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის თემში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. სოფელ ხევის მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, საქუჩო განათების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა.
ბჟოლიეთის მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება და სოფლის სასმელი წყლის მილების შეცვლა, ბუქსიეთში კი, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაიგეგმა.
შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია, ხევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად მამალაძე, სოფლის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0