ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

20/11/2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს 28 არჩეული წევრიდან 27 დაესწრო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 8 დეპუტატმა. საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ესებუა იქნა არჩეული.
მის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე ცხრამეტივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც აირჩიეს. 19 ხმით ამ პოზიციაზე კობა ჯიქია იქნა არჩეული.
პირველივე სხდომაზე ცნობად მიიღეს ინფორმაცია ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების თაობაზე.
საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო,რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0