ცაგერში, რიგით 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა

07/12/2019

ქ.ცაგერში, რიგით 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი ცენტრები არის სრულად ორიენტირებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას ადგილზე შეუძლია, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით, ს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით ისარგებლოს, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა განთავსებული. აგრეთვე, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭრებალოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0