ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა

23/04/2017

უნდა მიშველოოო იქ ოჯახმა ერთი ამბავი ატეხა გარდაცვლილზე არ უნდოდათ ამის განიუსება და ეს ტექსტი ჩამისვი რა გთხოვ. ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიამ ქალაქში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ასევე მძიმე მდგომარეობაა სოფლებში, სადაც სახლებს სახურავები გადამძვრალი აქვს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. გრიგალის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად რეგიონის ყველა პრობლემურ ზონაში არიან განაწილებულები. მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
გუბერნატორის განმარტებით მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები. ერთ-ერთ მანქანას გზაზე ხე დაეცა. კლინიკაშია მოთავსებული ერთი მოქალაქე. დაზარალებული პირადად მოვინახულეთ და მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვს მიღებული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა. იჭრება დაზიანებული ხეები. ითვლება ზარალი და მიმდინარეობს აღრიცხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0