ჭიათურაში საავტომობილო გზის გადარეცხვა გრძელდება

23/03/2017

ჭიათურაში საავტომობილო გზის გადარეცხვა გრძელდება. ამჯერად გადაირეცხა რუსთაველისა და თხელიძის ქუჩები.სამუშაოები ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ დაათვალიერა.ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმდინარე და ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს.
“60 წელია რუსთაველის ქუჩაზე ვცხოვრობ და გზის გადარეცხვის პროცესი ამ დრომდე არასდროს ჩატარებულა“ – აღნიშნა ბუდუ კურტანიძემ გამგებელთან საუბრისას. მანვე ზურაბ კუპატაძემ რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებელთა სახელით მადლობა გადაუხადა.
რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაწმენდაც ხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0