ხაშურის “ივერიის” სტადიონის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

26/07/2019

ხაშურის “ივერიის” სტადიონის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა პროექტის მიმდინარეობა პირადად დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. მისი განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0