ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ ჯანაშვილი აირჩიეს

20/11/2017

ხაშურში ამ წუთებში მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იმედო ლაცაბიძემ გახსნა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხაშურის ოლქის შედეგები საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო. ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა გიორგი გურასპაშვილმა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარის არჩევამდე, ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი, ნოვე ტაბატაძე გაუძღვა.
ხმათა უმრავლესობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ ჯანაშვილი აირჩიეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო 31 დეპუტატითაა დაკომპლექტებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0