ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ავტომაგისტრალის გასწვრივ ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

26/07/2019

ქალაქ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ავტომაგისტრალის გასწვრივ ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია ქალაქის გარეგნული იერსახის მოწესრიგებისთვის. პროექტი, რომელიც დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოადგილესთან, ზურაბ როსებაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 873 757 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0