ხაშურში დედამიწის დღე აღნიშნეს

22/04/2019

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებები განხორციელდა. მშენებარე ლიტვის პარკის (ყოფილი აგურის ქარხნის) მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა დასუფთავების აქცია, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საჯარო სკოლები. იმერეთის ქუჩაზე მდებარე ახლადაშენებულ სპორტკომპლექსის ეზოში კი გამწვანების აქცია მოეწყო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მერის მოადგილეებმა ზვიად ქურდაძემ და ზურაბ როსებაშვილმა სხვადასხვა სახეობის ნერგები დარგეს. დედამიწის საერთაშორისო დღე 192 ქვეყანაში აღინიშნება, საქართველო მათ რიცხვს 1990 წლიდან შეუერთდა. ხაშურის მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიებების ორგანიზატორი იყო მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0