ხაშურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

26/07/2019

ქალაქ ხაშურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. დღეს სკვერი და სტადიონი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილთან და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი პაპიაშვილთან ერთად მოინახულა. სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის წინაპირობაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით 72 386 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0