ხაშურში კულტურის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26/07/2019

ხაშურში კულტურის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება და ღირებულება 820 418 ლარს ითვლის. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხაშურის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები და მათი თაყვანისმცემლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეს მიიღებენ, სადაც ყოველგვარი პირობა იქნება შექმნილი მათი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0