ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართეს

20/10/2019

ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართეს. სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი ამჯერად სოფელ გუბისწყლისა და გვიშტიბის, ასევე ქალაქ წყალტუბოს სამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს. ღია დიალოგის რეჟიმში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ტროტუარების გაკეთება, სკვერის მოწყობა, გარე განათების ქსელის აღდგენა. მოსახლეობის მხრიდან დაისვა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებიც. როგორც აღინიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი დროულად მოგვარებაა. საამთავრობო გუნდის წევრებმა შეკრებილებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0