ხიჭაური-ჭვანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

23/02/2017

ხიჭაური-ჭვანის საავტომობილო გზის მეოთხე კილომეტრზე მეწყერი განვითარდა, ჩამოწვა მიწის მასა და ქვის ლოდები. ადგილზე არსებულ მდგომარეობას დილიდან მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებიან ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის განყოფილებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მობილიოზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0