ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები ჩატარდა

12/02/2019

ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში დასახლების კრებები გაიმართა. კრებებზე მოსახლეობის უმრავლესობამ საკვიკვინიოში – რკინის ცხაურების მოწყობის; ჭიხუში – გზის საფარის რეაბილიტაციის; ბიაში, ბია-საშონიოსა და ზემო ბიაში – საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.
დასახლების საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.
დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0