ხონში კიდევ ერთი სოციალური სერვისი ამოქმედდა

06/12/2017

სოციალური სერვისი „სოციალური სამრეცხაო“, რომელიც ხონში ა(ა)იპ „მადლიერების სახლში“ ამოქმედდა, 100- მდე ბენეფიციარს მოემსახურება. ინოვაციური სერვისი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პირობებისა და მათი სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„სოციალური სამრეცხაო“ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა დაათვალიერეს.
„სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით მოხუცებსა და შშმ პირებს, სჭირდებათ მეტი სერვისი, უკეთესი ინკლუზიური გარემო, რათა მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ეს არის. ნებისმიერ ორგნიზაცისთან ვითანამშრომლებთ, რომელთა პროექტებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე და გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები“, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
„ბენეფიციარები არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ჯანმრთელობის პრობლემებით ცხოვრობენ და არ აქვთ საშუალება, შეიძინონ სარეცხი მანქანა და ძალიან რთულ პირობებში უწევთ ოჯახის წევრების სისუფთავეზე ზრუნვა. სერვისი „სოციალური სამრეცხაო“ კი შესაბამისი საჭიროების მქონე თანამოქალაქეებს მოემსახურება, რაც მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“, განაცხადა იდეის ავტორმა ელისო ჯიქიამ.
პროექტი, მოხალისეობრივი იდეების კონკურსის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“-მ დააფინანსა. პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფონდი სოხუმი“ და ფრანგულმა ასოციაციამ „ACTIONS D” ORIENT“-ი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0