ხონში საბავშვი ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა

18/07/2017

პროექტის ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა” ფარგლებში ხონის საბავშვო ბაგა – ბაღების ადმინისრაციამ განახორციელა საწოლებისა ( 110 ერთეული) , სათამაშოების თაროების (7 ერთეული),ლეიბების, საბნებისა და გადასაფარებლების შესყიდვა. ინვენტარი უკვე მიეწოდა პროექტიში ჩართულ გოჩა- ჯიხაიშის, საწულუკიძეოს, კონტუათისა და ქალაქის # 1 საბავშვო ბაღებს. მომდევნო ეტაპებზე იგეგმება ბალიშების და სხვა საჭირო ნივთების შეძენა. პროექტი ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0