ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება

21/07/2017

ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მილების შედუღებისა და ჩამარხვის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის მილების გაყვანა და სათავე ნაგებობების მშენებლობა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 872811 ლარია გამოყოფილი და შ.პ.ს. “B&B” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0